Smile-ის ისტორია


სმაილის ისტორია

თქვენი აზრით, „სმაილიკი“ (ინგლისური სიტყვიდან „სმაილ“- „ღიმილი“)  კაცობრიობის ისეთივე გამოგონებაა, როგორც ბორბალი? არავითარ შემთხვევაში. „სმაილიკს“ ჰყავს ავტორი. ყვითელ ფონზე დახატული ეს შესანიშნავი მომღიმარი სახე ამერიკელმა მხატვარმა ჰარვი ბელმა შექმნა.
60-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში სადაზღვევო კომპანიების შერწყმის პროცესი დაიწყო. პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდა და თანამშრომლების კორპორატიულ კულტურაზე აისახა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თანამშრომლები, ხვალინდელი დღის შიშით მუდამ გაღიზიანებულები, დაბნეულები და მოწყენილები იყვნენ.
სადაზღვევო კომპანია State Mutual Life Assurance Cos. of America -ის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს თანამშრომლების „საბრძოლო განწყობა“ აემაღლებინათ, ანუ „დაეძალებინათ“  გაეღიმათ კლიენტებთან ურთიერთობისას.
ამ მიზნის მისაღწევად, გადაწყდა ჩაეტარებინათ განსხვავებული სარეკლამო აქცია.  საჭირო გახდა ნათელი დასამახსოვრებელი სიმბოლო. 1963 წლის დეკემბერში დასაზღვევო აგენტებმა ჰარვი ბელის მიმართეს.
როგორც მოგვიანებით აღინიშნა, ბელის ამ საქმის გადასაწყვეტად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა, რაშიც 45 დოლარი გადაუხადეს. ეს იყო ერთადერთი მოგება, რომელიც მან ამ გამოგონებიდან  ნახა. ბელიმ არ მოინდომა სმაილიკი დაერეგისტრირებინა, როგორც სავაჭრო მარკა, იგი არც საკუთარ საავტორო უფლებებს იცავდა და ამას არც ნანობდა. ბელის შვილის,  ჩარლზის განცხადებით მის მამას არასოდეს უნანია საკუთარი საქციელი. „მან არ იცოდა ფულთან ურთიერთობა, იგი ყოველთვის ამობდა: მე მხოლოდ ერთი ბიფშტექსის ჭამა  და ერთი ავტომობილის მართვა შემიძლია ერთ ჯერზეო“.
პირველ „სმაილს“ გულსაბნევის ფორმა ჰქონდა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებსა და კლიენტებს ურიგდებოდა.
ამ გულსაბნევებმა დიდი წარმატება მოიპოვა, ისინი იმდენად მოეწონა კლიენტებსა და მომსახურე პერსონალს, რომ მალე კომპანამ 10, 000 ასეთი გულსაბნევი შეუკვეთა.
„სმაილიკი“ მსოფლიოში ცნობილი 70-იან წლებში გახდა, მას შემდეგ, რაც ორმა ესპანელმა ძმამ სიმბოლოსათვის სლოგანი მოიფიქრა: „ბედნიერ დღეს გისურვებთ“. ღიმილი ასეთი სლოგანით მალე ჰიტად იქცა და „სმაილიკი“ გამოჩნდა ემბლემებზე და ღია ბარათებზე, მაისურებზე, ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რისი გაყიდვაც შეიძლება. აშშ-ს საფოსტო სამსახურმა ბელის „სმაილიკის“ სიმბოლოთი მარკაც კი გამოუშვა. 
1971 წელს ფრანგმა ბიზნესმენმა ფრანკლინ ლოუფრანმა „სმაილიკი“ სავაჭრო მარკად დააერგისტრირა 80-ზე მეტ ქვეყანაში. იგი ამტკიცებდა, რომ სიმბოლო სწორედ მან შექმნა 1968 წელს პარიზში ლოუფრანმა დააფუძნა კორპორაცია Smiley Licensing და საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვა.
ბელი ლოუფრანს არ დაუპირისპირდა, მაგრამ გამოჩნდნენ სხვები, რომლებიც „სმაილიკის“ ავტორობას იჩემებდნენ. საბოლოოდ, ბეილიმ „სმაილიკი“ სავაჭრო ნიშნად დაარეგისტრირა და მასში საკუთარი ინიციალები შეიტანა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ბელი ამბობდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ შექმნილა არაფერი ასეთი მარტივი, რომელიც ასე ფართოდ გავრცელებულიყოს და ამდენი სიხარული მოეტანოს ადამიანებისათვის. სავარაუდოდ, ბეილი ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო. მისი შვილების განცხადებით, ბელის არასოდეს არ განუცდია ბოღმა და სიბრაზე არავის მიმართ. ჰარვი ბელი 2001 წელს გარდაიცვალა 79 წლის ასაკში.
ჰარვი ბელის მიერ დაარსებულ „მსოფლიო ღიმილის კორპორაციას“ მისი შვილი, ჩარლზი ხელმძღვანელობს. იგი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, ვინ და როგორ იყენებს ამ სიმბოლოს. სიმბოლოს ლიცენზირებისაგან მიღებულ მოგებას კორპორაცია საქველმომედო მიზნებს ახმარს. „ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს მთელ მსოფლიოში. არც ერთი სხვა კორპორაცია,რომელიც იყენებს სმალიკებს ამას არ აკეთებს“
ოქტომბრის პირველ პარასკევს (ან 1 ოქტომბერი)აღინიშნება მსოფლიო ღიმილის დღე  World Smile Day. პირველად ეს დღე აღინიშნა 1999 წელს. ჰარვი ბელი  თვლიდა, რომ ეს დღე უნდა მიეძღვნას კარგ განწყობას. დღის დევიზი უნდა იყოს სიტყვები:
გააკეთე სიკეთე! დაეხმარე ერთ ადამიანს მაინც გაიღიმოს!
Do an act of kindness! Help one person smile!



ელექტრონული სმაილი

ელექტრონული სმაილის დაბადების დღეა 1982 წლის 19 მარტი. ამ დღეს კარნეგი - მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველმა შემოიტანა წინადადება, გამოეყენებინათ ორი წერტილი, დეფისი და დახურული ფრჩხილი მომღიმარი სახის აღსანიშნად.  ისტორიამ შემოინახა ის წერილი, რომელიც ფალმანმა გააგზავნა ადგილობრივი ელექტრონული განცხადებების დაფაზე, რომელიც არის დღევანდელი ფორუმის პროტოტიპი. ეს დაფა იმ დროს იყო უნივესიტეტის თანამშრომელთა ურთიერთობის ძირითადი საშუალება.
აი ,ეს წერილი

«19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman :-) From: Scott E Fahlman I propose that the following character sequence for joke markers: :-) Read it sideways.

Actually, it is probably more economical to mark things that are NOT jokes, given current trends. For
this, use :-(» 
სმაილი ცვლის იმას, რისი დანაკლისიც არის ჩატისა და ელექტრონული ფოსტით ურთიერთობისას - ხმის ინტონაცია და მიმიკა. ის გვეხმარება უკეთ გავიგოთ მოსაუბრის განწყობა. სმაილი იწვევს დადებით ემოციას.


Комментариев нет:

Отправить комментарий