ბარბარიზმები ჰქვია ისეთ სიტყვებს, რომლებიც შემოსულია მშობლიურ ენაში სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე. ისინი დედაენაში სრულიად ზედმეტია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გვაქვს მათი შესატყვისი საკუთარი სიტყვები. რაც მთავარია, საჭიროების გარეშე შემოღებული სიტყვები ამახინჯებენ, აღარიბებენ და ანაგვიანებენ ენას. ეს არის სიტყვები, რომლებიც ენაში უკანონოდ ვრცელდება, მაშინ, როცა ქართულ ენაში არსებობს საგნებისა და მოვლენების აღმნიშვნელი შესაბამისი სიტყვა-ტერმინები.
ქართულ ენას არ სჭირდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა : სტოლი, შკაფი, სპიჩკა, ფეჩი, პოლი,ზაბორი, ტრუბა, ლაიქი,ლოვე, ივენთი, თიმი და სხვ..
ბარბარიზმები - პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий