SMS
- ენა
SMS ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება არ არის პრიმიტიული
მოვლენა, როგორც ხშირად წარმოგვიდგენენ. SMS- Short Message
Service - ტექნოლოგია,
გვაძლევს საშუალებას მივიღოთ და გადავცეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ტელეფონით.
ეს ტექნოლოგია 14 წლის წინ შემუშავდა, გარკვეული
დროის განმავლობაში მასზე მოთხოვნა არ არსებობდა, მაგრამ მალე იგი ბევრი მობილური ოპერატორისათვის
შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა.
1991 წელს კომპანია
Vodafone ინჟინერმა ჰეილ პეპუორსმა თავისი
ტელეფონიდან თანამშრომლებს საშობაო მილოცვა
გაუგზავნა. სწორედ ის ითვლება კაცობრიობის
ისტორიაში პირველ sms-ად.
შეტყობინებებიდან
ჩამოყალიბდა SMS - ენა.
SMS - ენა
არის ახალგაზრდული ენა, რომელიც გვეხმარება მოკლედ გადავცეთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
SMS - ენა სწრაფად
ვითარდება და იცვლება. SMS - ენაში მთავარია
პრაქტიკა. რაც უფრო მეტს ურთიერთობენ ადამიანები SMS
-ის საშუალებით,მით უფრო ეფექტურია ტერმინების, ნიშნებისა და სიმბოლოების გამოყენება.
SMS შეტყობინება სამი სახისაა
- აბრევიატურები - ყველაზე გავრცელებული შეტყობინებაა. ეს არის სიტყვები, რომლებიც მიღებულია შესიტყვების შეკვეცით ან საწყისი ასოების მეშვეობით
- სმაილები - გამოიყენება განწყობის გადმოსაცემად
- სიტყვები,რომლებიც წარმოქმნილია რედუქციის წესით - ანუ სიტყვის მაქსიმალური შემოკლებით მის ფონეტიკურ ვარიანტამდე, ასოების, ციფრების გამოყენება ღილაკზე მინიმალური დაჭერით. ამ დროს სიტყვის ორთოგრაფია ფონეტიკურია
Комментариев нет:
Отправить комментарий