вторник, 24 декабря 2013 г.

პროექტის სახელი: "ილაპარაკეთ...ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“
პროექტის მიზანი: 
1.     ქართული ენის სიწნინდის დაცვა
2.     ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება  ქართული ენის, ბარბარიზმების, SMS- ენისა , SMILE-ის ისტორიის, საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის შესახებ
3.     კონკურსის "საუკეთესო მოქართულე"  ჩატარება 
4.     ლექსიკონის  "ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაში" შედგენა

პროექტის მოკლე აღწერა:

·      მოსწავლეები  მოიპოვებენ,დაამუშავებენ  და გააანალიზებენ ინფორმაციას ქართული ენის, ბარბარიზმების, SMS- ენის , SMILE-ის ისტორიის, საქართველოს ეთნიკური შემადგენლობისა და ფერეიდანის შესახებ
·      შეადგენენ  ლექსიკონს  "ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაში"
·      ჩატარდება  კონკურსი "საუკეთესო მოქართულე"  
·      ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია ლიცეუმში
·      პროექტში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება - ნომინაციების მიხედვით

მონაწილეთა ასაკი: 17-18.  XI-XII კლ.

ვადები/ხანგრძლივობა:12 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

·       შეიქმნება პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი
·       ჯგუფში განაწილდება ფუნქციები
·       ინფორმაციის მოძიება
·       ფოტოების გადაღება
·       ბლოგის შექმნა
·       ცხრილების, დიაგრამების , სლაიდებისა და სიგელის  შედგენა
·       ვიდეოს შექმნა პროგრამა Movie Maker-ში
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

·       მოკვლეული მასალა ქართული ენის შესახებ,საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის, ფერეიდანის, ბარბარიზმების, SMS -ენის,  SMILE-ის  ჩამოყალიბდება თემის სახით
·      შეიქმნება ლექსიკონი "ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაში"
·      შეიქმნება და დაიბეჭდება ბუკლეტები, სიგელები
·      შეიქმნება საპრეზენტაციო სლაიდები,ვიდეორგოლები
·      ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
·     გამოვლინდება კონკურსში   "საუკეთესო მოქართულე"   გამარჯვებული
·      დაჯილდოვდებიან  პროექტის მონაწილეები  ნომინაციების მიხედვით

სასარგებლო სხვებისათვის:

·   სხვა სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება  ასეთივე პროექტი  განახორციელონ თავიანთ სკოლებში
                    
სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ესგ შედეგები:
·   ისტის გამოყენება - ინფორმაციის მოძიება, დიაგრამების აგება, სლაიდების მომზადება, ვიდეოს შექნმა პროგრამა Movie Maker- ში,ბუკლეტებისა და სიგელების დამზადება
·   ქართული ენა/უცხო ენა(რუსული, ინგლისური)/ გეოგრაფია/ ისტ
გეოგრაფია 

გეო.IX.8. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და 

დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.

გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების 

კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.

ქართული ენა და ლიტერატურა  
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.  
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის. 
უცხო ენა
უცხ.ს.7.16  მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად   გადაჭრისხელშესაწყობად.
უცხ.ს. 7.18 მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება


პროექტის ფასილიტატორი: ეკა მურუსიძე

ფასილიტატორის ელფოსტა: e.murusidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:http://ilaparaketkartulad.blogspot.com/